რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია არ განიხილავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.
"მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი", - თქვა ლავროვმა სამშაბათს India Today-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების ფონია დასავლეთის არაერთი სამხედრო ექსპერტის მიერ გამოთქმული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის შედეგად მოსკოვმა შესაძლოა იქ ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტოს.