საქართველოს პარლამენტში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯეიმს აპატურაის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.
მათივე ინფორმაციით, სხდომა 20 აპრილს, 10:30 საათზე დაიწყება.
ჯეიმს აპატურაი 2010-2019 წლებში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.