სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. იტყობინება სახელმწიფო სააგენტო Armenpress-ი.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერთან ვიაჩესლავ ვოლოდინსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან ვალენტინა მატვიენკოსთან.
მედიის ცნობით, ფაშინიანი და პუტინი სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-მოკავშირეობრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. იგეგმება ასევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი განცხადებებით გათვალისწინებული პირობების განხორციელების პროცესის განხილვა.
ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტი ნიჟნი ნოვგოროდში.
პაშინიანთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი ვაჰრამ დუმანიანი და სხვა ოფიციალური პირები.