უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებული პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი და სახალხო დეპუტატი პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა- სიცოცხლისთვის“ ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართავს წინადადებით მიმართავს, გაცვალონ მარიუპოლის დამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.
მედვედჩუკის შესაბამისი ვიდეომიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 18 აპრილს გაავრცელა.
ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა 2021 წლის მაისიდან, როდესაც მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატსა და "ეროვნული რესურსების ძარცვის" მცდელობაში. გამოძიების მტკიცებით მედვედჩუკი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან (ლუჰანსკი და დონეცკი) ქვანახშირის მიწოდებაში იყო ჩართული და ამ "რესპუბლიკების" დაფინანსებას უწყობდა ხელს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილამდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. სწორედ ამ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედვედჩუკი დააკავეს.
მედვედჩუკი უკრაინაში კრემლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოკავშირეა. ოლიგარქი ირწმუნება, რომ 2004 წელს პუტინი მისი უმცროსი ქალიშვილის ნათლია გახდა.
ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის" პოლიტსაბჭოს მდივანია. მის პარტიას უკრაინის უმაღლეს რადაში 44 მანდატი აქვს. 20 მარტს ზელენსკის განკარგულებით, პარტიას საქმიანობა აეკრძალა.