უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში მარიუპოლი, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ კულებამ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მარიუპოლი, შესაძლოა, წითელი ხაზი გახდეს", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საგარეო უწყებების დონეზე კონტაქტი ბოლო კვირების განმავლობაში ფაქტობრივად არ ყოფილა.
"კონტაქტების ერთადერთი დონე მომლაპარაკებელთა ჯგუფის, რომელშიც შედიან სხვადასხვა ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. ისინი აგრძელებენ კონსულტაცებს ექსპერტების დონეზე, მაგრამ კონტაქტები მაღალ დონეზე არ არის", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
ბრიტანეთის დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ მარიუპოლის მედგარი წინააღმდეგობა პრობლემას უქმნის რუსეთის ჯარებს სხვა ოპერატიული მიმართულებებითაც.