კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არის ფარსი, - -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მათი საჯარო დამოკიდებულება ფარსია, რასაც გვაჩვენებენ საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან.
"სინამდვილეში ეს ინსტრუმენტებია, რათა თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ. ეს არის დაიბრუნონ ძალაუფლება. ყველაფერი ამას ემსახურება. ყველა მიზეზი მათთვის კარგია. თუ დასჭირდებათ ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ დასჭირდებათ იტყვიან, რომ არა, პირიქით. ეს ყველაფერი ფარსია და პატრიოტიზმის იმიტაცია, ემპათიის, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე, ან სიკვდილზე ზრუნვის. ვხედავთ, რომ ნებისმიერ ასეთ თემას პოლიტიკურად იყენებენ ერთი მიზნით, დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და ჩამოართვა ხალხმა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.