სამყარო ემზადება შემოდგომისთვის, როცა დიდი ალბათობით კორონავირუსი უნდა გადაიქცეს ენდემურ ვირუსად და ალბათ დაგვჭირდება თითო ბუსტერი შემოდგომაზე, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. საავადმყოფოებში დღეს წევს მხოლოდ 340 პაციენტი.
„სიტუაცია ბევრად კეთილსაიმედოა, როცა მოსახლეობის იმუნური ფენა უფრო ძლიერია ანუ როცა აცრის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი. სამყარო ემზადება შემოდგომისთვის, როცა დიდი ალბათობით კორონავირუსი უნდა გადაიქცეს ენდემურ ვირუსად და ალბათ დაგვჭირდება თითო ბუსტერი შემოდგომაზე. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ უფრო გავაძლიეროთ იმუნური ფენა ქვეყანაში, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.