ხვალ, 26 ნოემბერს,
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში თბილისის ჩასაბერ საკრავთა II საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისის ჩასაბერ საკრავთა II საერთაშორისო ფესტივალი 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.