კიევის ოლქის დასახლებებში სამართალდამცველებმა უკვე 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის განცხადებით, ოკუპაციის დროს რუსეთმა დაამყარა რეჟიმი და ცდილობდა ეპოვა ადამიანები, რომლებიც მათ სასარგებლოდ იმუშავებდნენ.
"ჩვენ გავხსენით მასობრივი სამარხების დიდი რაოდენობა. ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები. ოკუპაციის დროს რუსეთის არმია ამყარებდა გარკვეულ რეჟიმს, ცდილობდა ისეთი ადამიანების მოძებნას, რომლებიც ზეწოლას მოახდენდნენ საზოგადოებაზე და აიძულებდნენ მათ რუსეთის სასარგებლოდ ემუშავათ“, - განაცხადა ნებიტოვმა.
მისი თქმით, პოლიცია უკრაინელების ცხედრებს პოულობს ქუჩებში, სოფლებში, დაბებსა და დროებით სამარხებში.
კიევის ოლქის 280-ვე დასახლებაში, რომლებიც რუსებს დროებით ჰქონდათ ოკუპირებული, ახლა პოლიციის პატრული მუშაობს. სამართალდამცველები ეძებენ დივერსანტებს, მოროდიორებს და აფიქსირებენ დანაშაულისა და ნგრევის შედეგებს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს.
ყველაზე მეტი მოკლული ნაპოვნია ბუჩაში - 350-ზე მეტი ცხედარი. მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების 95 პროცენტს, რომლებიც საერთო სამარხებში იპოვეს, ჭრილობა მიყენებული აქვთ ცეცხლსასროლი ან სნაიპერული იარაღით.