მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რადგან უკრაინელი ხალხის სიცოცხლე არაფრად მიაჩნია.
"არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შესაძლოა, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ; მაგრამ ვფიქრობ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს", - განაცხადა ზელენსკიმ.