უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსეთის მიმდინარე ინტერვენციის წინააღმდეგ. მან დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების ნებისმიერი სახის გვერდის ავლას", – წერს კულება.