შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, რომელიც უკრაინაში გამგზავრების მზაობას შეეხებოდა, ბაიდენმა თქვა: "დიახ".
თეთრმა სახლმა ჟურნალისტისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკლე დიალოგის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა.
ჟურნალისტი: (გაურკვეველია)
პრეზიდენტი: თქვენი არ მესმის
ჟურნალისტი: გაგზავნით თუ არა ოფიციალურ პირებს უკრაინაში? გაგზავნით თუ არა უკრაინაში მაღალჩინოსნებს?
პრეზიდენტი: ჩვენ - ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ახლა ვიღებთ. გმადლობ.
ჟურნალისტი: ვის გაგზავნით?
პრეზიდენტი: თქვენ თუ ხარ მზად წასასვლელად?
ჟურნალისტი: თქვენ ხართ?
პრეზიდენტი: დიახ.