რუსეთმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 398 წევრს, მათ შორის კომიტეტების თავმჯდომარეებს რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრია, რუსეთმა მანამდე უკვე დაუწესა სანქციები კონგრესმენების ნაწილს, საგარეო უწყების აღნიშნული ბოლო გადაწყვეტილებთ კი რუსეთში შესვლა აეკრძალა ფაქტობრივად ყველა კონგრესმენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აკრძალვა "ანტირუსული სანქციების მორიგი ტალღის პასუხია", რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ 24 მარტს დუმის 328 დეპუტატს დაუწესა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სია, სავარაუდოდ, გაფართოვდება აშშ-ს მომავალი ახალი სანქციების მიხედვით.
დუმის წევრების წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დააწესა.