რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელსაც უკრაინაში იარაღი გადააქვთ, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
"ვაფრთხილებთ, რომ აშშ-სა და ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც შეიარაღება გადააქვთ და უკრაინის ტერიტორიისკენ მიემართებიან, ჩვენს მიერ განიხილება, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე".
მისი თქმით, მკაცრად აღიკვეთება დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, შეანელოს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან მის მოკავშირეებს.
"გვინდა დასავლეთის ქვეყნებს გავაგებინოთ, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციის შენელების ნებისმიერი მცდელობა მკაცრად აღიკვეთება", - თქვა სერგეი რიაბკოვმა.