საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში სურს, რომ საფრანგეთმა ნატო-ს გაერთიანებული სარდლობა დატოვის, თუმცა არ აპირებს ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმას. ამის შესახებ ლე პენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Le Monde.
მან აღნიშნა, რომ არასდროს დაუქვემდებარებს შეიარაღებულ ძალებს ბრძანებას, რომელიც საფრანგეთის ნაციონალურ სუვერენიტეტს არ ექვემდებარება - არც ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას და არც ევროპის მომავალ სარდლობას.
"ამიტომ ჩემი შემოთავაზება იქნება არა ნატო-დან გასვლა, არამედ მისი გაერთიანებული სარდლობიდან. როგორც ეს იყო 1966-2009 წლებში", - განაცხადა მარინ ლე პენმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ არ აპირებს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმას. მეხუთე მუხლის თანახად, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე და მის დასაცავად ალიანსის ყველა წევრი ერთიანდება.
ამის გარდა, ლე პენმა გაახმოვანა რუსეთსა და ნატოს შორის სტრატეგიული დაახლოების სურვილი, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ.
საფრანგეთმა ნატო-ს გაერთიანებული სარდლობა 1966 წელს მაშინდელი პრეზიდენტის შარლ დე გოლის გადაწყვეტილებით დატოვა. ამ ფორმით მას სურდა სამხედრო საკითხებში აშშ-სგან დამოუკიდებლობა დაემტკიცებინა.
საფრანგეთი ნატო-ს სარდლობას 43 წლის შემდეგ დაუბრუნდა, პრეზიდენტ სარკოზის ხანაში დაუბრუნდა.
10 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი.