26 ოქტომბერი დადგება და იქ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"მაგრამ, ამ ერთი წლის მანძილზე, რეალურად, რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია ეს საერთაშორისო იზოლაცია. საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო, თუნდაც ის დაკავებები, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი. ქვეყანას ვეღარ მართავენ. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, ჩვენ დღეს ვართ მოწმე იმის, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება. ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა კრიმინალური გარჩევები, ხან სროლით და ხან ციხით დამუქრებით, მაგრამ ფაქტია, რომ სრული უნდობლობა დაეუფლა "ქართულ ოცნებას". ეს არის ის ბოლო ეტაპი, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს. დიდხანს არა, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა, გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა.
26 ოქტობერი დადგება და იქ ვიქნებით ყველანი ერთად, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.