სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში.