ხვალ, 26 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირი აწყობს მანანა ძოძუაშვილის ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას (მის.: კ. ქუთათელაძის 6). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 60-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ტილოები.
ძოძუაშვილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო.