რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო ზავის მოწოდებით გამოდის.
"დაყარეთ იარაღი, დაიწყეთ სააღდგომო ზავი",- თქვა პაპმა მორმუნეებისადმი მიმართვისას ბზობის დღესასწაულზე, რომელსაც კათოლიკური ეკლესია დღეს აღნიშნავს.
"მაგრამ არა იმისთვის, რომ იარაღი ისევ დატენოთ და ბრძოლა გააგრძელოთ. არა. დაზავება იმისთვის, რომ მივიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებების გზით, მზად იყავთი ხალხის საკეთილდღეოდ გარკვეული მსხვერპლისთვისაც", - განაცხადა პაპმა.
რომის პაპი ომის შეჩერების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდა, აპრილის დასაწყისში კი გაარიტიკა "ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონისტულ პრეტენზიებში ჩაფლული ადამიანი", რომელმაც უკრაინაში კონფლიქტი გააჩაღა. პაპს მისი სახელი არ დაუსახელებია, თუმცა ყველასთვის გასაგები იყო, რომ პუტინი იგულისხმა.
ამასთან, მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში წასვლის მზადყოფნაც გამოთქვა.