რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატოს შემდგომ გაფართოებას, ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებით, რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.
"არა, მე ასე არ ვფიქრობ", - თქვა პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
პესკოვსი თქმით, მიუხედავად ამისა, ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს "სიტუაციის დაბალანსება" და "დასავლეთის ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცება".
"ასეთ შემთხვევაში, მოგვიწევს, ჩვენი დასავლეთის ფლანგი უფრო გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანციებსა და ზეწოლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.
"ქვეყანა უკვე რამდენიმე ათეული წელია სანქციების ქვეშ ცხოვრობს და შეჩვეულია ამ ვითარებას. ამ სანქციებისთვის მზადება ერთი წლის წინ დავიწყეთ", - თქვა პესკოვმა.
შეიძლება ითქვა, რომ პესკოვის ეს განცხადება კრემლის ადრინდელი რიტორიკიდან გადახვევას წარმოადგენს, რადგან რუსეთის ხელისუფლების მესვეურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას.