ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. იტყობინება ფინური გამოცემა Iltalehti-ი.
გამოცემა ვარაუდობს, ჰელსინკი თავის გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.
გამოცემის ცნობით, ნატოში გაწევრიანების განზრახვას საპარლამენტო დებატების დროს გამოაცხადებენ პრეზიდენტი საული ნიინისტო და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სანა მარინის ხელმძღვანელობს.
ფინეთის მთავრობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განახლებულ ანგარიშს სავარაუდოდ 14 აპრილს გამოაქვეყნებს, ხოლო პარლამენტში მისი განხილვა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება.
ფინეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. თანხმობის მიცემის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იწვევს კანდიდატ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ ფინეთი ალიანსის რიგებში.