გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვერასდროს დაივიწყებს ბუჩას მოკლული მოქალაქეების ფოტოებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ შოკირებული იყო სხვა სამხედრო დანაშაულებით, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა.
გუტერეშის განცხადებით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება მიაპყროს უკრაინაში ომის სერიოზულ შედეგებს, მსოფლიო ეკონომიკისათვის.
მისივე თქმით, 70-ზე მეტი განვითარებადი ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია სურსათის, ენერგიისა და სასუქების ფასების ზრდის მიმართ, ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ადამიანების დასაცავად.
"ახლა პროტექციონიზმის დრო არ არის", - განაცხადა გუტერეშმა.