20 ნოემბერს დასრულდება ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, "გაეროს გლობალური შეთანხმება" საქართველოში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მიერ ბაზალეთში გამართული სემინარი ბიზნესკომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის თავიანთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგის შემუშავებასთან დაკავშირებით.
2009 წლის ივლისის დასაწყისში გამართულ თბილისის ნაციონალურ კონფერენციაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა ამგვარი სემინარის ჩატარების აუცილებლობა. მისი ძირითადი მიზანია შესაძლებლობა მისცეს როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების კომუნიკაციების დარგის 25 სპეციალისტს კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ თავიანთ კომპანიებს იმით, რომ სრულყონ სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება აქტიური საქმიანი ურთიერთობების სფეროში, მაქსიმალურად გაზარდონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტურობა კომპანიის რეპუტაციის ამაღლების საქმეში და ეს პასუხისმგებლობა აქციონ კომპანიის საზოგადოებრივი იმიჯის ნაწილად, დაუკავშირებენ რა მას ბრენდებს (სავაჭრო ნიშნებს), პასუხისმგებლობებსა და ანგარიშვალდებულებებს. სემინარი ჩატარდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
სემინარის ორგანიზატორებს სურთ, რომ ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტურ განვითარებაში საქართველოში. სემინარს უხელმძღვანელებს დოქტორი უეინ ვისერი, რომელიც გახლავთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციის დარგში საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ექსპერტი. დოქტორი ვისერი მუშაობდა კონსულტანტად მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში; ამ საკითხების ირგვლივ კითხულობდა ლექციებს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში; მონაწილეობდა საერთაშორისო მასშტაბის სწავლულთა და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების შეკრებებში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი და სტატია კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სემინარი 19 ნოემბერს დაიწყო.