“ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა მიზეზის გამო ურთულეს მდგომარეობაშია. აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნების შედეგი ზუსტად ამის დასტურია’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე მდგომარეობაა, რაც ბათუმის მაგალითმაც დაადასტურა, მაგალითისათვის კობახიძემ მოიყვანა მელიას შემთხვევა, რომელიც არჩევნების დღეს იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა, სასტუმროდან არ გამოსულა.
,,მათ აიღეს 31 პროცენტი იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს. რაც შეეხება შიდა კონფლიქტებს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მაშინ, როდესაც გაქვს ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა. ბათუმშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ამასთან დაკავშირებით‘’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.