უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეებს ეხმიანება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საყვედურობს ბუქარესტის სამიტზე გაშვებული შესაძლებლობის გამო.
ზელენსკის განცხადებით, 14 წლის წინ, ბუქარესტში იყო შანსი, რომ რუსეთის შემოჭრა აერიდებინათ თავიდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს.
"რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, შეხედონ. ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები", - წერს ზელენსკი.