გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დანაშაულის დამნაშავეები დაისჯებიან. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"ბუჩის ფოტოების ხილვა გაუსაძლისია. პუტინის აღვირახსნილ ძალადობას, რომელიც ანადგურებს უდანაშაულო ოჯახებს, საზღვარი არ აქვს", - წერს ბერბოკი. "ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ჩვენ გავაძლიერებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გავზრდით უკრაინის სამხედრო დახმარებას", - ამბობს ბერბოკი.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.