ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
№41 ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 34 333 ხმა, 90.61%;
№34 მამუკა ტუსკაძე "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის" – 2 634 ხმა- 6.95%;
№59 კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" - 923 ხმა, 2.43%.
ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
№41 რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 7 225 ხმა - 69.01%;
№5 მათე ფუტკარაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 3 244 ხმა - 30.98%;
პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.