რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი პერუს მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას იუმორით უყურებს.
"ლათინურამერიკულ ქვეყნებში ბოლო დროს ახალი მოდა გაჩნდა - რომელ პარტიასაც ფული შემოაკლდება იწყებს იმაზე საუბარს, რომ შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს იმ იმედით, რომ ამაში რუსეთი ფულს გადაუხდის. მგონი ეს ქვეყნები უკვე თვითონ მოსკოვსაც მოჰბეზრდა", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ პერუში დღეს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებაზე ალაპარაკდნენ.