უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც გასულ თვეში გაუჩინარდა, მოკლული იპოვეს.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, ომის ფოტოგრაფი მაქს ლევინი უკრაინის დედაქალაქში რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა. მაქს ლევინი გამოცემა hromadske-სთვის მუშაობდა.
მაქს ლევინის გაუჩინარების შესახებ ცნობა 13 მარტს გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, მასთან ერთად ჟურნალისტი ალექსეი ჩერნიშოვიც იმყოფებოდა. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც იუწყებიან, ლევინის ცხედარი ადგილობრივმა პოლიციამ 1-ელ აპრილს კიევის ოლქის სოფელ ჰუტა მეჟიჰორსკაიას მიდამოებში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა.
ლევინს დარჩა ოთხი შვილი, მეუღლე და მშობლები.
ის არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელიც მოკლეს უკრაინაში კონფლიქტის გაშუქებისას. ამ დრომდე დაღუპულთა შორის არიან უკრაინელი ჟურნალისტი ევჰენი საკუნი, რომელიც დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ კიევის სატელევიზიო კოშკის დაბომბვისას და სამი ჟურნალისტი, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარ მანქანებში მოკლეს.
წარსულში მაქს ლევინი მუშაობდა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემებისთვის "უნიანი", Associated Press-ი და Reuters-ი.