რომის პაპი ფრანცისკე, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს.
მალტაში გამგზავრების დროს, რეპორტიორის კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მიწვევას, პონტიფიკოსმა უპასუხა: "დიახ, ამას განვიხილავთ".
რომის პაპს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასულ თვეში, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ წერილობითი მიწვევა გაუგზავნა რომის პაპს და სთხოვა, კიევს სწვეოდა. მისი თქმით, პაპის ვიზიტი იქნება "გადარჩენის გასაღები და გზას გაუხსნის მშვიდობას".
რომის პაპი კიევში ასევე მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ხოცვა-ჟლეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.