მსოფლიოში ცნობილი ტენორის კონცერტს ბათუმში შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტიც დაესწროს. მიხეილ სააკაშვილმა მიწვევა თავად პლასიდო დომინგოსგან მიიღო. დომინგოს კონცერტი ბათუმში დღეს, 18:00 საათზე პიაცას მოედანზე გაიმართება.
პლასიდო დომინგო ბათუმში მაყურებლის წინაშე 14 საოპერო არიას სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან შეასრულებს.
ბათუმი მაესტროსთან ერთად 2000 სტუმარს უმასპინძლებს.
პლასიდო დომინგოს კონცერტზე დასასწრებად სპეციალური პაკეტები შემუშავდა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის გარდა პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ასევე 35-40 %-იანი ფასდაკლება აჭარის სასტუმროებში ("ბათუმი შერატონი", "ინტურისტი", "სანაპირტო", "მარინა", "ერა", "ჩაო", "ისტამბული", "ნეპტუნი" და "კამეო"). პაკეტში შედის ასევე 15 %-იანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ შესვლა და უფასო ტური ბათუმში.
პლასიდო დომინგო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიბადა. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა, სადაც მან ეროვნული კონსერვატორია დაამთავრა. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმებში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა.
1962-65 წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12 პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში.
შემდგომ ის მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრში.
დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული.
2009 წელს დომინგო გახდა ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი.
თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.
.