ნებისმიერი რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე უკანონო და ბათილი იქნება - ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.
ამავდროულად, ლიეტუვის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.
"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ იქნება არაკანონიერი და ძალადაკარგული. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.