უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ანტიგმირობისთვის" ორ გენერალს სამხედრო წოდება ჩამოართვა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროს ანდრეი ნაუმოვსა და ხერსონის ოლქში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს სერგეი კრივურუჩკოზე.
ზელენსკის განცხადებით, ახლა არ აქვს საკმარისი დრო უკრაინის ყველა მოღალატესთან გასამკლავებლად, მაგრამ თანდათანობით გაასუფთავებს ძალოვან სტრუქტურებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ გენერლებს "ანტიგმირები" უწოდა და დასძინა, რომ ასეთი ადამიანები არღვევენ უკრაინისადმი მიცემულ ფიცს.