სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთი თითქოს სირიელ დაქირავებულ მებრძოლთა უკრაინაში ტრანზიტს ახორციელებდა. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
"აშკარაა, რომ სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების ჩართვით, არასოდეს შეუწყობს ხელს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად ავიაგამანადგურებლები გადასცა.
"აღმაშფოთებელი დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად СУ-30СМ მიაწოდა, რომელიც აზერბაიჯანული წყაროების მიერ დასავლურ მედიაში ფართოდ გავრცელდა, არის ყალბი. სომხეთში შემოტანის დღიდან ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატებს ჩვენი ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია", - წერს ფაშინიანი.