"არ ვიცით ეს ნაბიჯი გადაიდგმება თუ არა, მაგრამ ის ვიცით, რომ ჩვენი მტერი რუსეთი მოქმედებს და გვყავს მთავრობა რომელიც ასევე მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.
ბოკერიას თქმით, ცხინვალის რეგიონის ანექსია პუტინის რეჟიმს უკვე მოხდენილი აქვს.
"მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონის ანექსია პუტინის რეჟიმს უკვე მოხდენილი აქვს, ჩვენი პოლიტიკური უბედურება არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით ახლა არ მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მაშინ, როცა ჩვენი მტერი მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, ამის შედეგია თუნდაც ის განცხადებები შესაძლო ანექსიის შესახებ, ჩვენ არ ვიცით ეს ნაბიჯი გადაიდგმება თუ არ გადაიდგმება, ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ჩვენი მტერი მოქმედებს და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.