უახლოეს დღეებში კიევთან უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო არმიას შორის, შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი დაზვერვაზე დაყრდნობით Twitter -ზე ავრცელებს.
უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინის ფრონტზე უახლოესი მომავლის პროგნოზების შესახებ.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის არმია ცალკეული დანაყოფების გაყვანის მიუხედავად, პოზიციების დაკავებას აგრძელებს კიევიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. ამიტომ უწყების პროგნოზით, უახლოეს დღეებში კიევის შემოგარენში, შესაძლოა, გაიმართოს სასტიკი ბრძოლები. უწყებაში არ აზუსტებენ რომელი მხრიდან დაიწყება შტურმი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს ჩერნიჰივის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით სამხედრო აქტივობებს შემცირება, რომელზეც რუსული მხარე სტამბოლის მოლაპარაკებებზე საუბრობდა, არ შეინიშნება.
ანგარიშში საუბარია მარიუპოლზეც. უწყების ინფრომაციით, ქალაქში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა ცენტრს ისევ უკრაინული ძალები აკონტროლებენ.