უკრაინა არ არის ნატოს წევრი და შესაბამისად არ მოქმედებდა მე-5 პუნქტი. სამწუხაროდ, პროგნოზირებადი იყო ის მძიმე შედეგები, რაც მივიღეთ ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ეს პუნქტი არც საქართველოზე მოქმედებს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით, რომ ომი არ დაგვეშვა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი. ის, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულა, ეს არის სიფრთხილის შედეგი. საქართველოში იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურდა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია. არა მხოლოდ სურდა, ყველაფერს აკეთებდნენ ამისთვის. ჩვენ კი საპირისპიროს ვაკეთებდით ამ 1 თვის განმავლობაში და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა", - განაცხადა კობახიძემ.