უკრაინა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და კიდევ უფრო რომ არ დავამძიმოთ, სჯობს, სააკაშვილი იყოს ციხეში - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ციხის გარეთ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს.
"ჩვენ ვუფრთხილდებით ერთი - საქართველოს და მეორე - უკრაინას და სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, მგონია, რომ ეს არის დამატებითი არგუმენტი, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი.
მას შეუძლია, ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ და შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს, პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობია, სააკაშვილი იჯდეს ციხეში", - თქვა კობახიძემ.