ბელგიის ფედერალურმა მთავრობამ, ჯაშუშურ ოპერაციებში მონაწილეობის გამო, 21 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
გაძევებული რუსი დიპლომატები აკრედიტებულნი არიან ბრიუსელში რუსეთის საელჩოში ან ანტვერპენში გენერალურ საკონსულოში.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ სოფი ვილმესის განცხადებით, გაძევებული პირები ჩართულები არიან "ჯაშუშობასა და გავლენის ოპერაციებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას".
რუს დიპლომატებს ბელგიის ტერიტორიის დატოვება 15 დღეში მოუწევთ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებმა 17 რუსი დიპლომატი გააძევა.