25 ნოემბერს, 17:00 საათზე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლში" ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, მეცნიერებათა დოქტორ ელიზბარ ელიზბარაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.
საღამოს წარუძღვება პოეტი გიორგი ბუნდოვანი.
ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, პუბლიცისტი ელიზბარ ელიზბარაშვილი ავტორია წიგნებისა "ნიცშე: ფილოსოფიის კულისები და სიმულაციები", "ქართული სოციალური მანქანა", გამოქვეყნებული აქვს პერიოდიკაში მრავალი ესე და სტატია. პოეტური პუბლიკაციები აქვს გაზეთ "ალტერნატივაში", ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" და ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე ალმანახში. ამჟამად იბეჭდება ჟურნალ "ჩვენს მწერლობაში".