ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ისაუბრა.
მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ბაიდენს ტირძნისელი მოზარდების გასათავისუფლებლად "თავისი ავტორიტეტის" გამოყენება სთხოვა.
გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას სააკაშვილმა და ბაიდენმა ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველო აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს.