სამწუხაროდ ის კოორდინირებული რეალური და რელევანტური სიტყვა ამ შემთხვევაში ნამდვილად არის ეს, კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ გრძელდება და რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით ეს დადასტურდა სამწუხაროდ უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს ნაცმოძრაობის ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა, რომ მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს და ამას ვერსად გაექცევიან.
„ეს ქვეყანა ყველანაირად შეეცდება და მისი ხელისუფლება, რომ იყოს მშვიდობა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართოთ რომ არანირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციიისათვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ნაცმოძრაობას და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად“,- თქვა მდინარაძემ.