სარჩელები კვლავ ბევრი, კიდევ უფრო მეტი შევა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი უბრალოდ გატარდება - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელები კვლავ ბევრი, კიდევ უფრო მეტი შევა.
"დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა მმართველ გუნდს და ის მოგვიწოდებს აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც ბუნებრივია წარმოუდგენელი და უპრეცედენტო მოვლენაა. მათი ლოგიკით ვისაც რა მოუნდება შეუძლია მას დააბრალოს მმართველ გუნდს და მის წარმომადგენელს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სარჩელიც კი, არ უნდა შეიტანონ თავისი უფლებების დასაცავად და ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული, ანუ, სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა.
მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გადაწყვეტს, რომ ნაცმოძრაობას ამგვარად დაუჭიროს მხარი თუ, თავად პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან, რომ ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე, სამწუხაროდ, ვერ მოვიცლით და ვერ მოვახდენთ რეაქციას და რეაგირებას, მაგრამ სარჩელები კვლავ ბევრი, კიდევ უფრო მეტი შევა, იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ესე უბრალოდ გატარდება”, - თქვა მდინარაძემ.