ცოტა ხნის წინ, ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში დასრულდა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" გადაცემის 94-ე ცერემონიალი.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა ჯესიკა ჩესტეინმა ფილმში The Eyes of Tammy Faye შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში მთავარი ჯილდო მსახიობ უილ სმიტს ერგო ფილმ King Richard-ში შესრულებული როლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჯესიკა ჩესტეინისა და უილ სმიტისთვის ეს პირველი ოსკარია.
ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად რეჟისორ სიან ჰედერის ფილმი CODA დაასახელა.
გამარჯვებულები
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი
ტროი კაცორი
კირან ჰაინდსი, Belfast
ტროი კაცორი, CODA - გამარჯვებული
ჯესი პლემონსი, The Power of the Dog
ჯეი ქეი სიმონსი, Being the Ricardos
კოდი სმიტ-მაკფი, The Power of the Dog
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი
არიანა დებოუსი
ჯესი ბაკლი, The Lost Daughter
არიანა დებოუსი, West Side Story - გამარჯვებული
ჯუდი დენჩი, Belfast
კირსტენ დანსტი, The Power of the Dog
ანჟანუ ელისი, King Richard
საუკეთესო რეჟისორი
ჯეინ კემპიონი
კენეთ ბრანა, Belfast
რიუსუკე ჰამაგუჩი, Drive My Car
პოლ თომას ანდერსონი, Licorice Pizza
ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog - გამარჯვებული
სტივენ სპილბერგი, West Side Story
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Belfast - გამარჯვებული
Don't Look Up
King Richard
Licorice Pizza
The Worst Person in the World
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
Drive My Car (იაპონია) - გამარჯვებული
Flee (დანია)
The Hand of God (იტალია)
Lunana: A Yak in the Classroom (ბუტანი)
The Worst Person in the World (ნორვეგია)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
Encanto - გამარჯვებული
Flee
Luca
The Mitchells vs. the Machines
Raya and the Last Dragon
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის
Don’t Look Up
Dune - გამარჯვებული
Encanto
Parallel Mothers
The Power of the Dog
საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის
ბილი აილიში
Be Alive - King Richard
Dos Oruguitas - Encanto
Down To Joy - Belfast
No Time To Die - No Time to Die - გამარჯვებული. ჯილდო ბილი აილიშს გადაეცა,
Somehow You Do - Four Good Days
სრული სია იხილეთ ბმულზე .
დაჯილდოების ცერემონიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.
ცერემონიაზე უილ სმიტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც კომიკოსს კრის როკს ერთ-ერთ ნომინაციის წარდგენისას სახეში სილა გააწნა. კომიკოსმა კრის როკმა უილ სმიტის ცოლზე, მსახიობ ჯადა პინკეტ სმიტზე იხუმრა, რამაც სმიტი გაანაწყენა, რის შემდეგაც ის სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა.
მოგვიამენით, უილ სმიტმა კინოაკადემიას ბოდიში მოუხადა, თუმცა კომიკოსს არა.