ფინეთი რუსეთიდან სატვირთო მატარებლებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ფინური სარკინიგზო კომპანია VR Transpoint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება 27 მარტის შუადღიდან შეწყდა. მათივე თქმით, ეს რეჟიმი შენარჩუნდება შემდგომი მითითებების მიღებამდე.
გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. VR Transpoint-ის განცხადებით, კომპანია ვალდებულია საერთაშორისო რეგულაციებს დაექვემდებაროს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთმა შეაჩერა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა.