ფინური ოპერატორის VR Group-ის განცხადებით, 28 მარტიდან შეაჩერებს სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთსა და ფინეთს შორის, რომელსაც Allegro-ს მატარებლები ახორციელებენ.
"ამ დრომდე, სარკინიგზო მიმოსვლას ვახორციელებდით ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად, რომლის მიზანი იყო ფინელების რუსეთიდან დაბრუნება. ამ კვირების განმავლობაში, ყველამ, ვისაც სურდა რუსეთის დატოვება, ეს უკვე მოახერხა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
VR Group-ის განცხადებით, სანქციები გამო, ოპერირების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი, რის გამოც, დროებით შეჩერდება სარკინიგზო მიმოსვლა.
Allegro-ს მატარებლები რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის.
რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. Allegro-ს მართავს VR-ისა და რუსეთის რკინიგზის Karelian Trains-ის ერთობლივი საწარმო.