რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ. რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას პაპმა განაცხადა, რომ სასტიკი და უაზრო ომი, რომელიც თვეზე მეტია გძელდება, ყველას დამარცხებას ნიშნავს.
"ომი ანადგურებს საზოგადოების არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალს", - განაცხადა პაპმა უკრაინელ ბავშვებზე საუბრისას, რომლებიც იძულებულნი არიან საომარი მოქმედებების გამო თავიანთი სახლები დატოვონ.
"კაცობრიობამ უნდა გაიგოს, რომ დადგა დრო ომები გაუქმდეს, წაიშალოს კაცობრიობის ისტორიიდან, ვიდრე ის [ომი] თავად არ წაშლის ადამიანებს ისტორიიდან", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
The Associated Press-ი აღნიშნავს, რომ პაპმა თავის გამოსვლაში კვლავ არ ახსენა, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი უკრაინაში.