შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მან ვარშავაში, ევროპული ტურნეს დასასრულს გააკეთა.
თეთრი სახლის განცხადებით, "პრეზიდენტ ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება".
შეგახსენებთ, ვარშავაში ჯო ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში.
ჯო ბაიდენის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა კრემლიც. პრესსპიკერ პესკოვის განცხადებით, [პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში] ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.
"ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი".