აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ უნდა იყოს მისი ქვეყნის ლიდერი.
"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", - განაცხადა ბაიდენმა ვარშავის ციხე-სიმაგრეზე წარმოთქმული სიტყვის დასასრულს.
ეს პირველი განცხადებაა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც რუსეთის ხელისუფლების პოტენციური ცვლილების სურვილზე მიანიშნებს. დასავლური მედიის ცნობით, ეს შესაძლოა, ვაშინგტონის მოსკოვის მიმართ მიდგომების მანიშნებელი იყოს.
მანამდე, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მათი მიზანი არ იყო.
"ჩვენი საქმე არ არის რეჟიმის შეცვლაზე. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს მათ", - თქვა სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ამ თვის დასაწყისში.
კრემლის გამოხმაურება: "ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი".