კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ეხმიანება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მან ვარშავაში, ევროპული ტურნეს დასასრულს გააკეთა.
პესკოვის თქმით, [პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში] ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.
"ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი".
შეგახსენებთ, ვარშავაში ჯო ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში.